რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი ურთიერთობების გაღრმავებაზე ირანის პრეზიდენტს ესაუბრა – კრემლი

კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისის ქვეყნებს პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ესაუბრა.

განცხადებაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად როდის შედგა შეხვედრა. კრემლის ცნობა არც მოსკოვისთვის ირანული იარაღის მიწოდებას ეხება.

"[მხარეებმა] განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის მთელი რიგი აქტუალური საკითხების შესახებ, აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში, მათ შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორში". - ვკითხულობთ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

9 ნოემბერს რუსეთის უშიშროების წარმომადგენლები თეირანში ირანელ ლიდერებს შეხვდნენ - ორმა ქვეყანამ მჭიდრო კავშირის პირობა დადო.

მანამდე, ირანში პირველად, 5 ნოემბერს აღიარეს რომ რუსეთს დრონები მიაწოდეს - თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე მოხდა, მანამ, სანამ ოკუპანტები დრონებს ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ირანმა რუსეთს დრონების "მცირე რაოდენობა" 24 თებერვლამდე, რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა. მინისტრი უარყოფს, რომ თეირანი უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას განაგრძობს.  

ზელენსკი დრონებთან დაკავშირებით თეირანის აღიარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირანის მტკიცება, თითქოს რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები მცირე რაოდენობით უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მიაწოდა, მცდარია. 

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ მრავალჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ე.წ. კამიკაძე დრონებს იყენებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმისთვის. 

ოქტომბერში ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა. იმავე მიზეზით დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა 3 ირანელი გენერალი და დრონების მწარმოებელი კომპანია. 

კომენტარები