ქართული ოცნება

კობახიძე: საპარლამენტო ოპოზიციიდან 5 კაცს ვერ ამოარჩევ, ვინც ინგლისურად საუბრობს

[საერთაშორისო ასპარეზზე] მუშაობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ათჯერ მეტს და რეალურად, ინგლისურად მოლაპარაკე ხალხიც კი აღარ დარჩათ, პარლამენტში რომ გადახედოთ მთელ ოპოზიციას, რამდენი კაცი საუბრობს ინგლისურად, შეიძლება, ხუთი კაცი ვერ ამოარჩიოთ.

რეალურად, მიზეზი არის არა ლობიზმი ან ვიღაცის კარგად ან ცუდად მუშაობა, მთავარი რა არის - ხშირად ვამბობდით ადრე, რომ ნაცმოძრაობას ჰყავს ლობისტები გარეთ. სინამდვილეში, ნაცმოძრაობას კი არ ჰყავს ლობისტები გარეთ, ნაცმოძრაობა არის იმათი ლობისტი საქართველოში.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი ორის ეთერში ბიძინა ივანიშვილის გავლენის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას. 

კომენტარები