ნიკანორ მელია, ონჯღორე სი [სირცხვილი შენ]. ხაბესა და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები, ახია შენზე და ამ ყველაფერს იმსახურებ. 2012 წლის შემდეგ, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა, როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უკეთებდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ჰქონდათ შერჩეული. სამეგრელო, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციით, ისტორიით, ბრძენი ხალხით, სტუმარ- მასპინძლობითა და ვაჟკაცობით გამორჩეული კუთხეა. ამ კადრებისა და ამ ფაქტის ნახვის შემდეგ, როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რაიმე საერთო გქონოდა? რაიმე შეხებაში ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან? ამიტომაც, ღირსი ხარ, რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან. პოლიტიკა უპრინციპო და უთავმოყვარეო ადამიანების თავშესაფარი არ არის.
tbl.ge/66jo
დაკოპირდა

წერს სოციალურ ქსელში ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები შიდაპარტიულ არჩევნებსა და თავმჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვენ.
ქართული ოცნებაირაკლი ზარქუანიკა მელიანიკანორ მელიაერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმდაპირისპირება ენმ-შიარჩევნები ენმ-ში
ამავე თემაზე
- შევქმნით "რეფორმატორთა საბჭოს", აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი
- თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია - ჟორჟოლიანი
- ხაბეიშვილი: გაუგებარია ალიანსში "შედი-გადი", იმიტომ გვჭირს, რომ არავინ ვიცით, რას ვაკეთებთ
- თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
- "არც დავადასტურებ და არც უარვყოფ" – წითლიძე ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე




