რა თქმა უნდა, მე ირაკლი ნადირაძისა და იმ შემადგენლობის დღევანდელ განცხადებას ვეთანხმები. ეს ჩემთვის უცხო არ არის. სწორედ ამაზე, მე პარტიაში ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობდი და ვფიქრობ, რომ დღეს ნაციონალურ მოძრაობას დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება მოვიპოვოთ. იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოვიპოვოთ დემოკრატია და ვადამდელი არჩევნები. ამისთვის საჭიროა, ნაციონალური მოძრაობა აქტიური და ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს.
tbl.ge/66jl
დაკოპირდა

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი გიორგი ბოტკოველი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები შიდაპარტიულ არჩევნებსა და თავმჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვენ.
ამავე თემაზე
- უგრეხელიძე: სანამ ოპოზიცია არ გაემიჯნება ფედერალისტებს, იქნება ჩერგოდამოკიდებული იმპოტენტი
- ბოკუჩავა აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ ტუნს შეხვდა
- ენმ ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანას იწყებს
- ბოკუჩავა: ვმუშაობთ, რომ უვიზო მიმოსვლა მარტო რეჟიმის წარმომადგენლებისთვის შეჩერდეს
- ენმ: ლევან ხაბეიშვილი დააკავეს




