კლიმატის აქტივისტები

ეკოექსტრემისტებმა ენდი უორჰოლის ნამუშევარს გრაფიტი მიახატეს

Evening Standard

ავსტრალიაში ეკოექსტრემისტებმა ენდი უორჰოლის ცნობილ ნამუშევარს კემპბელის სუპი გრაფიტი მიახატეს, შემდეგ კი მას მიეწებნენ.

უორჰოლის ნამუშევარი არ დაზიანებულა, ვინაიდან შუშით იყო დაცული. პასუხისმგებლობა ვანდალურ აქტზე ჯგუფმა Stop Fossil Fuel Subsidies აიღო. 

"ავსტრალიელები შიმშილობენ, მთავრობა კი წუთში $22 000-ს იხდის საწვავის სუბსიდირებაში". – განაცხადეს ჯგუფის წევრებმა.

ბოლო პერიოდში ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ეკოექსტრემისტებმა ხელოვნების ცნობილი ნამუშევრის დაზიანება სცადეს. რამდენიმე თვის წინ ეკოაქტივისტებმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვან გოგის მზესუმზირებს პომიდვრის სუპი შეასხეს, ხოლო 5 ნოემბერს მადრიდის პრადოს მუზეუმში ფრანცისკო დე გოიას ორი ცნობილი ნახატის ჩარჩოებს ხელით მიეწებნენ.

ეკოექსტრემისტების განმარტებით, მსგავსი აქტებით ისინი ცდილობენ საზოგადოების ყურადღება მიიქციონ დღევანდელი მსოფლიოს ეკოლოგიურ პრობლემებზე.

კომენტარები