რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დაქორწინდა უკრაინელ ლტოლვილზე, რომელიც სახლში შეიფარა

ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ირჟი ოვჩაჩეკი გასულ კვირას უკრაინელ ქალზე დაქორწინდა.

ამის შესახებ ჩეხური ტაბლოიდი Blesk ორ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

43 წლის ოვჩაჩეკი პარასკევს დაქორწინდა და ამჟამად თაფლობის თვეში იმყოფება ჩეხეთში. გამოცემის ცნობით, მან თავისი რჩეული გაზაფხულზე გაიცნო მაშინ, როცა ქალი უკრაინიდან ქვეყანაში ჩავიდა. 

ლტოლვილთა დახმარების ფარგლებში ოვჩაჩეკმა მას საცხოვრებელი ადგილი შესთავაზა. 

ოვჩაჩეკი ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის პრესმდივანი 2013 წლიდან არის. 

აღსანიშნავია, რომ ზემანი, რომელიც ომამდე ითვლებოდა კრემლის ერთ-ერთ უდიდეს მეგობრად ევროკავშირში, აგვისტოში ამტკიცებდა, რომ რუსეთმა არაფერი მოიგო და თითქმის ყველაფერი დაკარგა უკრაინაზე თავდასხმით.

ზემანმა ასევე მხარი დაუჭირა უკრაინაში იარაღის შემდგომ მიწოდებას და უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნაში მონაწილეობას.

კომენტარები