მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ბრეგაძე სააკაშვილზე: ჯანმრთელობის მდგომარეობით, ნებისმიერი სახის სპეკულაცია, არაეთიკურია

ჯანმრთელობის მდგომარეობით, ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური. როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით, ცენტრი ემპათიის დასკვნა არავის უნახავს, იმიტომ რომ მათი დასკვნა ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ როდესაც იარსებებს ეს დასკვნა, მრავალჯერ ვთქვი, ახლაც გავიმეორებ კიდევ ერთხელ, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ არის თუ არა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამებოდეს სასჯელის მოხდის მიზნებს.  

ამბობს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე. 

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, "ამერიკელმა ექიმებმა და ექსპერტებმა სააკაშვილს არაერთი დაავადების დიაგნოზი" დაუსვეს, რომელთაგან წამყვანი დემენციაა. ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ "ეს არის განუკურნებელი დაავადება და შედის ჯანდაცვის მინისტრის იმ ბრძანებულებაში, რომლის მიხედვითაც სასჯელისგან გათავისუფლება ხდება". ხაჭაპურიძემ ასევე თქვა, რომ სააკაშვილს გერმანელებმა ტუბერკულიოზის დიაგნოზიც დაუსვეს.

კომენტარები