IRI-ის კვლევა

ჯაფარიძე IRI-ზე: დეპრესიული განწყობაა, ოპოზიცია ჯერ ვერ ასახავს მოსახლეობის განწყობებს

ქვეყანაში ძალიან დეპრესიული განწყობაა და ქართული ოპოზიციური სპექტრი სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ ასახავს იმ განწყობებს, რომელიც მოსახლეობაში არსებობს. ამისთვის კონსოლიდაცია არის საჭირო. ოპოზიციის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომ ის ბრაზი და ცვლილებების სურვილი, რომელიც მოსახლეობაში არსებობს, პოლიტიკურ ქმედებებში ითარგმნოს...

ჩვენ ვეჭიდავებით ძალიან რთულ საბჭოთა მონსტრს, რომელსაც უზარმაზარი რესურსი აქვს, აწყობილი საკომუნიკაციო არხები, შანტაჟისა და ზეწოლის ბერკეტები წინასაარჩევნოდ. ამასთან გამკლავება ერთობლივი ძალებით, მათ შორის რესურსების კონსოლიდაციის გარეშე ძალიან რთულია.

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებზე.

კომენტარები