უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 დიდი კომპანიის, ნავთობის მწარმოებელი Ukrnafta-სა და Ukrtatnafta-ის, თვითმფრინავების ტურბინებისა და ვერტმფრენების ძრავების ფირმის, Motor Sich JSC-ის, მანქანების მაწარმოებელი AvtoKrAZ-ისა და ელექტროენერგიის ტრანსფორმატორი კომპანიის, Zaporizhtransformator-ის ნაციონალიზაციაზე ისაუბრა.
"5 სტრატეგიული საწარმო ომის საჭიროებებისთვის იძულებით გასხვისდა. ზოგიერთმა თითქმის არ იმუშავა - ახლა თითოეული მათგანი ჩვენი თავდაცვისთვის იმუშავებს.
ჩვენ დავიწყებთ აღჭურვილობის შეკეთებასა და წარმოებას, თავდაცვის ძალების მომარაგებას, ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მუშაობას - ეს რთული ამოცანაა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო მართვის სამხედრო სისტემით შეიძლება განხორციელდეს.
არ გამოვრიცხავ სხვა მსგავს გადაწყვეტილებებს". - თქვა ზელენსკიმ.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)