IRI-ის კვლევა

IRI: 53%-სთვის მნიშვნელობა არ აქვს, ერთი და იგივე კვალიფიკაციის მქონე ქალს აირჩევს თუ კაცს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის, 53%-სთვის მნიშვნელობა არ აქვს, ერთი და იგივე კვალიფიკაციის მქონე ქალ კანდიდატს აირჩევს თუ კაცს. 20% ამბობს, რომ კაცს დაუჭერს მხარს, ხოლო 23% - ქალს. 

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის
ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე
სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა
მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები