IRI-ის კვლევა

მოსახლეობის 89% საქართველოს უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 89% ქვეყნისთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს. 

შეკითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა უქმნის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • რუსეთი - 89%
  • თურქეთი - 11%
  • აშშ - 6%
  • სომხეთი - 4%
  • აზერბაიჯანი - 3%
  • ირანი - 3%
  • ჩინეთი - 2%
  • ევროკავშირის - 1%
  • უკრაინა - 1%
  • დიდი ბრიტანეთი - 1%-ზე ნაკლები
  • არცერთი - 1%
  • არ უპასუხია/არ იცის - 4%

ამას გარდა, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80% თვლის, რომ საქართველოსთვის უდიდეს ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. 

რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კომენტარები