IRI-ის კვლევა

IRI: ილია II-ის სახელი მოსახლეობის 1%-ს არ სმენია, ბიძინა ივანიშვილის – 2%-ს

Bidzina Ivanishvili and Illia II. Kutaisi, 2012

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 1%-ს ილია მეორის, სალომე ზურაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის სახელი არ სმენია, 2%-ს კი - ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი ღარიბაშვილის.

გამოკითხვისას დასახელებული 23 საჯარო ფიგურიდან ყველაზე მეტს, 26%-ს, დეპუტატ ხათუნა სამნიძის სახელი არ სმენია, მას 11%-ით მოსდევს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ანა დოლიძის სახელი მოსახლეობის 10%-ს არ სმენია, დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის - 7%-ს, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასი და დეპუტატ ხატია დეკანოიძის - 6-6%-ს. ალეკო ელისაშვილის - 5%-ს, დავით უსუფაშვილის და ელენე ხოშტარიასი 4-4%-ს, ირაკლი კობახიძის, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, ზურაბ ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის - 3-3%-ს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის
ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე
სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა
მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ
იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი
წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები