IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის თითქმის მეოთხედს საპატრიარქოს საქმიანობა არ მოსწონს

საქართველოს საპატრიარქო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის თითქმის მეოთხედს, 23%-ს, საქართველოს საპატრიარქოს საქმიანობა არ მოსწონს. მარტში ჩატარებული კვლევისას, ეს მონაცემი 14% იყო.

კითხვაზე, ჩამოთვლილი ინსტიტუტებიდან და ორგანიზაციებიდან რომელი მოსწონთ ყველაზე მეტად, მოსახლეობის 74% ჯარს ასახელებს (20%-ს არ მოსწონს), 68% საქართველოს საპატრიარქოს (23%-ს არ მოსწონს), პოლიციას 63% (34%-ს არ მოსწონს), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს 59% (38%-ს არ მოსწონს), ხოლო ქართულ მედიას – 55% (40%-ს არ მოსწონს).

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის
ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე
სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა
მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ
იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი
წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები