IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის 64% საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს მტკიცედ უჭერს

reuters

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 64% საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს სრულად უჭერს, მხოლოდ 14%-ია კატეგორიულად წინააღმდეგი. 

IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 5% ნაწილობრივ ეწინააღმდეგება ალიანსში გაწევრიანებას, 5%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები