IRI-ის კვლევა

მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვადამდელ არჩევნების მოთხოვნას მხარს დაუჭერდა – IRI

ცესკო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერდა ოპოზიციის მიერ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას.

კითხვაზე, დაუჭერდნენ თუ არა მხარს ოპოზიციის მიერ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მხარს აუცილებლად დავუჭერდი - 34%
  • რაღაც მხრივ დავუჭერდი - 18%
  • რაღაც მხრივ წინააღმდეგი ვიქნებოდი - 8%
  • აუცილებლად წინააღმდეგი ვიქნებოდი - 34%
  • არ ვიცი/არ უპასუხიათ - 6%

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

კომენტარები