ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.8 თეთრით გამყარდა, ევროსთან 4.66 თეთრით გაუფასურდა – 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.79 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 4.66 თეთრით გაუფასურებული. 7 ნოემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7340 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7304 ლარი. ოფიციალური კურსით დოლარი ევროზე 0.36 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.78 თეთრია, ხოლო ევროსი - 2.79 ლარია. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.75 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.74 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები