რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს – დაიღუპა ერთი ადამიანი, განადგურდა ინფრასტრუქტურა

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საკრებულოს წევრი, ანატოლი კურტაევი ავრცელებს. 

"ამ ღამეს რაშისტებმა ისევ მოუტანეს უბედურება ჩვენს ქალაქს. მტრის დაბომბვამ გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენობა და წინასწარი მონაცემებით, სამწუხაროდ, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა".- წერს კურტევი Telegram-ზე. 

ასევე, აფეთქების ტალღის შედეგად მიმდებარე სახლებში ფანჯრები ჩაიმსხვრა და დაზიანდა სახურავები.

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა, აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად კომერციული საწარმოს ორსართულიანი შენობა განადგურდა. 

"მასშტაბური ხანძარი ჩვენმა მეხანძრეებმა ჩააქრეს. წინასწარი მონაცემებით, სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს. კიდევ ერთი რაკეტა კერძო სექტორში მიწის ნაკვეთზე ჩამოვარდა. კერძო კორპუსების მინები და ორი ავტომობილი დაზიანდა".- განაცხადა სტარუხმა.

 

კომენტარები