3 პარტიის გაერთიანება

ვაშაძე: დაბოღმილების ჯგუფი გამოიკვეთა – რატომ იბოღმებიან, კაცო, დავილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ

გამოსავალს იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ვხედავთ პროევროპულ ფლანგზე ერთიანობაში. ძალიან ბევრი შეკითხვაა, ძალიან ბევრი მოსაზრებაა, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ ჩაერთოს. 

3 ნაწილად გავყოფდი ადამიანებს, ვინც ჩვენ თავს გვესხმის ან განსხვავებულ აზრს ამბობს: პირველი არის ქართული ოცნება და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები. მეორე კატეგორია არის ადამიანები, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ფიქრობენ, მე ვიცი, რომ ისინი ფიქრობენ, უნდა ჩაერთონ თუ არა ამ ერთიანობაში და, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ საზოგადოების ძალისხმევით ჩვენ მათ დავარწმუნებთ. მესამე კი, რატომღაც, გამოიკვეთა ჯგუფი, ასე ვთქვათ, დავარქმევდი, რაღაც დაბოღმილების. რატომ იბოღმებიან, კაცო, დავილაპარაკოთ, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ. თუ ერთიანობის გარდა უკეთეს გზას გვაჩვენებს ვინმე, მზად ვარ, მოვუსმინო და იმ გზაზე წავიდე. 

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. სტრატეგია აღმაშენებლისგირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერები "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები