აშშ

ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებას ოფიციალურად 14 ნოემბერს გამოაცხადებს – AXIOS

Axios-ის წყაროს ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებას 14 ნოემბერს ოფიციალურად გამოაცხადებს

გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი ცდილობს გამოიყენოს შუალედური არჩევნები, რომელშიც წინასწარი მონაცემებით რესპუბლიკელებისთვის სასარგებლოდ დასრულდება - "წარმატებით გამოწვეული ეიფორიით" გაზარდოს თეთრ სახლში დაბრუნების შანსი. 

"ახლა კი, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებული, უსაფრთხო და დიდებული გავხადო, დიდი, დიდი, დიდი ალბათობით კიდევ ერთხელ გავაკეთებ ამას". - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა 3 ნოემბერს გამართულ მხარდამჭერთა შეხვედრაზე. 

ტრამპის სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. მოლაპარაკებები გრძელდება და გადაწყვეტილება შესაძლოა არჩევნების შედეგების მიხედვით შეიცვალოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სენატში პარტიული ბალანსი შენარჩუნდება და ჯორჯიას შტატში ჰერშელ უოკერსა და რაფაელ უორნოკს შორის მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო.

კომენტარები