ლარის კურსი

ლარი დოლართან 1 თეთრით, ევროსთან 5.5 თეთრით გამყარდა – 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

CBW.ge

ლარი დოლართან მიმართებით 1.05 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.49 თეთრით გამყარდა. 3 ნოემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7491 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.6760 ლარი. ოფიციალური კურსით დოლარი ევროზე 7.3 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.79 თეთრია, ხოლო ევროსი - 2.74 ლარია. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.76 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.69 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები