დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

ოდიშარია ივანიშვილზე: ფილანთროპი ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლა მიდის

ახლა, ყველა შემთხვევაში, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღმა პროცესებში, კულუარებში მიდის ბრძოლა ფილანთროპი, ქველმოქმედი ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც გავლენა კი არ ჰქონდა - მე მახსოვს, ეს ევროპელი სპიკერები რომ არიან, ერთი-ორჯერ მითხრეს, რომ თქვენი ჩრდილოვანი მმართველი არისო. მე ვუპასუხე, კი ბატონო, დღესვე შეგახვედრებთ, მაგრამ ჩრდილოვანი რატომ არის, პარტიის თავმჯდომარეა-თქო. სხვათა შორის, იმავე საღამოს შევახვედრე. ცოტა ხანი პირი დაღებული კი ჰქონდათ, თუმცა, შემდეგ, ამ დაღებული პირებით, იმავე ნარატივის საუბარი განაგრძეს.

თქვა საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ. პარლამენტმა პირველი მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო.

კომენტარები