ნიკა გვარამიას საქმე

კელი გვარამიაზე: კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, ქართველები ბევრად უკეთესს იმსახურებენ

ქართველთა უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს. [გვარამიას განაჩენი] კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. წინსვლის ნიშნები არ ჩანს. ქართველი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს. 

წერს საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი. სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მეტიც, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა.

კომენტარები