3 პარტიის გაერთიანება

ღუდუშაური: როგორც ჩანს, ჯაფარიძემ ვაშაძეს უთხრა, რომ მისთვისაცაა ვაკანსია გლოვოს კურიერად

როდესაც გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ უარს აცხადებდა მანდატის გამოყენებაზე, მაგალითად მიუთითა და ამაზე საკონსტიტუციო სარჩელიც კი შეიტანა, რომ მას სურდა, დასაქმებული ყოფილიყო გლოვოს კურიერად. ახლა, როგორც ჩანს, ბატონმა ვაშაძემ, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა და ვერ იპოვა, თვითრეალიზების საშუალება არ მიეცა, რამეთუ აქ საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი და სივრცე არაა, ახლა, როგორც ჩანს, გირჩი ჯაფარიძემ უთხრა, რომ მისთვისაც არის ვაკანსია გლოვოს კურიერად და შესაბამისად, ახლა უკვე გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან ბატონი ვაშაძე და გირჩი ჯაფარიძე გლოვოს კურიერის მოტოებს და უფრო უკეთესი სერვისით და უფრო მალე მოემსახურებიან კლიენტებს. ესეც დასაფასებელია, იქნებ აქ მაინც გააკეთონ რაიმე სასიკეთო საქმე.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური სტრატეგია აღმაშენებლის და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერებზე, რომლებიც პარტია დროასთან ერთად "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები