რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი ამისთვის მზად ვართ, ეს ერთი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, როდის უნდა მოხდეს ეს. მესამე – ამისთვის აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სიტუაციის შემზადება, წინასწარ კარგად უნდა ავუხსნათ რა ხდება. მაგრამ მთავარია, რომ ეს არ უნდა იყოს ნაადრევი და ნაჩქარევი. თუმცა ეს მოხდება. [...] როცა ის მოცემულობა დადგება, როცა საზოგადოებაც შეთანხმდება, რომ ქართული ოცნებიდან არაფერი აღარ გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება, შემდგომ ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება. თუმცა, დაელოდეთ, რა. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გეგმაში.
საქართველოს პარლამენტი
ვაშაძე: როცა საზოგადოებაც შეთანხმდება, რომ ოცნებიდან არაფერი გამოვა, პარლამენტს დავტოვებთ
tbl.ge/66a5
დაკოპირდა

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ PalitraNews-ის ეთერში.
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




