საქართველოს პარლამენტი

ვაშაძე: ჩვენ განვიხილავთ, რომ პარლამენტი დავტოვოთ, შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ

ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ, რომ პარლამენტი დავტოვოთ, ამ სცენარს ჩვენ განვიხილავთ. ღიად ვამბობ იმიტომ, რომ ჩემთვის იმდენად აუტანელია ერთ გარემოში ყოფნა პრორუსებთან, ხედავთ, ფაქტობრივად, ერთხელ შევედი სასესიო დარბაზში, როცა საკონსტიტუციო ცვლილება იყო. [...] მხოლოდ იქ ვიქნები, სადაც ვხედავ 12 პუნქტთან დაკავშირებულ რამე საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი ხმა სჭირდებოდა – შევედი და ხმა მივეცი. არ ვაპირებ ჩვეულებრივად ყოველდღიურ რეჟიმში კობახიძეებთან და სხვებთან, პრორუსებთან მუშაობას. ღიად ვამბობ. ესაა ჩვენი ხაზი და ამ ხაზს მივყვებით.

რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი ამისთვის მზად ვართ, ეს ერთი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, როდის უნდა მოხდეს ეს. მესამე – ამისთვის აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სიტუაციის შემზადება, წინასწარ კარგად უნდა ავუხსნათ რა ხდება. მაგრამ მთავარია, რომ ეს არ უნდა იყოს ნაადრევი და ნაჩქარევი. თუმცა ეს მოხდება. [...] როცა ის მოცემულობა დადგება, როცა საზოგადოებაც შეთანხმდება, რომ ქართული ოცნებიდან არაფერი აღარ გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება, შემდგომ ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება. თუმცა, დაელოდეთ, რა. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გეგმაში.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ PalitraNews-ის ეთერში.

კომენტარები