ყოველთვის ვეთანხმებოდი ყველა აზრს იმაზე, რომ არ უნდა შესულიყო ოპოზიცია გაყალბებულ პარლამენტში და რომ გაყალბებულია, ალბათ დღეს უფრო დამტკიცდა. იცით როგორც მოხდა. მთელმა რიგმა პარტიებმა არ დაიჭირეს ბოიკოტი და შესაბამისად, გარკვეულწილად, უკვე მაისის თვეში უკვე ისეთი ვითარება შეიქმნა, როცა, რა თქმა უნდა, უკვე სწორი იყო პარლამენტში შესვლა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმა სრულდებოდა, რომ პარლამენტი არ ყოფილიყო მრავალპარტიული.
ახლა რასაც გიორგი [მარგველაშვილი] ამბობს, ბევრჯერ მაქვს ეს განცხადება გაკეთებული. მხოლოდ არის ერთი რამ: ეს უნდა მოხდეს ერთდროულად შეთანხმებული, რომ კვლავაც არ აღმოჩნდეს ივანიშვილის პროექტი გამარჯვებული. რატომ? საკმარისია არ მოხდეს ერთიანი შეთანხმება და ცალკე, გათითოკაცებულად აღმოჩნდეს ეს ყველაფერი, ივანიშვილი დასავლეთს კვლავაც ეტყვის, რომ პარლამენტი მრავალპარტიულია და გვაქვს სიამტკბილობაში ყველაფერი. ეს გადაწყვეტილება უნდა მოხდეს მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, სხვა პარტიებთან ერთად. უნდა დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ რას ვაკეთებთ. მე ისიც გავითვალისწინე, როდესაც ევროპარლამენტარებმა გვირჩიეს 12 პუნქტთან დაკავშირებით როცა საუბრობთ, ჩაერთეთ პროცესში. კიბატონო, გავითვალისწინეთ, რადგან ივანიშვილს და მის კორუფციულ ბანდას არ ეთქვა, რომ აი, ოპოზიცია არის ჩამშლელი. ახლა ყველაფერი ცანს ნელნელა, ლუსტრაცია ხდება იმის, რომ არაფერზე მოდის ხელისფლება. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი.
ამიტომ ვემხრობი რას, თუ გამოვალთ დავსხდეთ ერთად და პოლიტიკური აქტი გავაკეთოთ და კიბატონო, პრობლემა არაა, მაგრამ ამას კარგად გაანალიზება უნდა და ისე გაკეთება. გული მაინც მიწევს იქითკენ, რომ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში არაფრის გაკეთება არ ღირს. გულწრფელად გეტყვით, მაინც ამ პოზიციისკენ ვარ, მაგრამ სწორი დაგეგმარებით უნდა მოხდეს. არაფერს აკეთებს ოპოზიცია სწორი დაგეგმარებით. ამით არავის ვურტყამ და ვამუნათემ, უბრალოდ ვურჩევ, რომ სტატეგია დავისახოთ და ისე გავაკეთოთ რაღაც. გათითოკაცებულად ამის გაკეთება, უბრალოდ სისულელეა. თუ გავერთიანდებით და პოლიტიკური აქტის ფორმას მივცემთ, ძალიანაც მაგარი იქნება.