მას შემდეგ რაც ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გადადგა ნაბიჯი და დაიწყო სრულფასოვნად პროცესები პარლამენტში, ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ საპარლამენტო მუშაობა გაძლიერდეს და ოპოზიციამ შეძლოს საკუთარი მანდატის ფარგლებში ყველა ამ პროცესში მაქსიმალური მონაწილეობის მიღება. ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო მნიშვნელოვანი და სწორი, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ სხვა მეთოდები, რომელიც პარლამენტს გარეთ შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ყველა სივრცე უნდა დავტვირთოთ იმისთვის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ შეასრულოს 12 პუნქტი, ასევე საზოგადოებას მივაწოდოთ, თუ რა ხდება რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, რომ როცა დადგება არჩევნების დრო, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, ვინ რა გააკეთა პროცესში და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება.
tbl.ge/668h
დაკოპირდა
რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი, ხათუნა სამნიძე ტაბულასთან საუბარში კითხვის საპასუხოდ, ეთანხმება თუ არა ექსპრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს, რომ ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვოს.
ამავე თემაზე
- რაქვიაშვილი ელისაშვილზე: სულელი უნდა იყო, წამქეზებელს აყვე და ჩხუბი შენით დაიწყო
- მდინარაძე ელისაშვილზე: ქურდულად მოპარვა რომელ კაცობაში ზის, საკადრისი პასუხი გაეცემა
- მელია ელისაშვილს: გაგიმარჯოს
- მდინარაძე ივანიშვილზე: მორჩილება არ გვაქვს, თანაბარ საწყისებზე ვმართავთ პარტიას
- საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ღარიბაშვილის ქონებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს