საქართველოს პარლამენტი

წითლიძე: პარლამენტის დატოვებაზე მარგველაშვილის მოწოდება არის არაეთიკური 

ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მე ვერ გავიზიარებ ვერანაირ მოწოდებას ბატონი მარგველაშვილის, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად პრინციპული და ბევრად გაბედული მაშინ, როდესაც ის იყო საქართველოს პრეზიდენტი. ის რომ ყოფილიყო ბევრად პრინციპული და გაბედული, დღეს ქართული ოცნება არ იქნებოდა ხელისუფლებაში. ეს ერთი.

მეორე, ვერ გავიზიარებ იმ ადამიანისგან ამ მოწოდებას, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო ბევრად პრინციპული და გაბედული იმისთვის, რომ დღეს ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყოლოდა ამ ქვეყანაში და მათ შორის, მას შეეძლო შეეწყალებინა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. შესაბამისად, მისი მხრიდან, თუ ის გულისხმობს ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც 10 წელია იბრძვის ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელსაც 10 წელია ებრძვიან, იჭერენ, აკავებენ, მისი მოწოდება არის უბრალოდ არაეთიკური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მას ჰქონდა ყველანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ შეესუსტებინა და დაესუსტებინა ქართული ოცნება, ამიტომაც ვუსურვებდი, რომ მეტად გაბედული ყოფილიყო მაშინ, როცა ის იყო პრეზიდენტი. 

რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ამასთან დაკავშირებით მიღებულია პარტიის ერთიანი გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვართ პარლამენტში და ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით გადახედვას არ ექვემდებარება. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძე ტაბულასთან საუბარში კითხვის საპასუხოდ, ეთანხმება თუ არა ექსპრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს, რომ ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვოს.

კომენტარები