დიდი ბრიტანეთი

რუსმა აგენტებმა ლიზ თრასს მინისტრობისას ტელეფონი დაუჰაკეს - Daily Mail

UK Government

Daily Mail-ის ინფორმაციით, რუსმა აგენტებმა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დავალებით მოქმედებდნენ, ლიზ თრასს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისას ტელეფონი დაუჰაკეს.

გამოცემის ცნობით, აგენტებმა არა მხოლოდ მიიღეს ინფორმაცია მაშინდელი მინისტრის პარტნიორებთან მოლაპარაკებების "საიდუმლო დეტალების" შესახებ, არამედ, ამასთანავე, მოიპოვეს თრასის ახლო მეგობართან, მოგვიანებით - ფინანსთა მინისტრთან, კვასი კვარტენგთან პირადი მიმოწერა.

Daily Mail-ის ანონიმური წყაროს თქმით, აგენტებმა ერთი წლის განმავლობაში მიღებული და გაგზავნილი შეტყობინებები ჩამოტვირთეს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმა კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობისა და პრემიერმინისტრობის კამპანიისას აღმოაჩინეს. 

სტატიის თანახმად, შეტყობინებებში მოხვდა უკრაინის ომიც, მათ შორის დეტალები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

Daily Mail-ის მტკიცებით, აგენტებმა მოიპოვეს ის შეტყობინებები, რომლებშიც თრასი და კვარტენგი ბორის ჯონსონს აკრიტიკებდნენ, რასაც, გამოცემის ინფორმაციით, შანტაჟის მიზნით გამოიყენებდნენ. 

კომენტარები