რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ტოვებს

მარცვლეულის ჩატვირთვა ოდესის პორტში, 2021 წელი
Elena Larina/Shutterstock

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ტოვებენ. რუსეთის თავდაცვის უწყება მიზეზად სევასტოპოლში "უკრაინის მიერ მოწყობილ ტერაქტებს" ასახელებს.

"29 ოქტომბერს ბრიტანელი სპეციალისტების მონაწილეობით კიევის რეჟიმის მიერ შავი ზღვის ფლოტისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის გათვალისწინებით, რომლებიც  "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, რუსული მხარე წყვეტს უკრაინის პორტებიდან აგრარული პროდუქციის ექსპორტის შესახებ შეთანხმების შესრულებას". – ნათქვამია განცხადებაში.

29 ოქტომბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქებები მოხდა. რუსეთი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით მოხდა. უკრაინა და დიდი ბრიტანეთის რუსეთის ბრალდებებს უარყოფენ.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

კომენტარები