მოლდოვა

Washington Post: ФСБ მოლდოვის პროდასავლური მთავრობის დასამხობად მუშაობს

უკრაინის დაზვერვის მოპოვებული და შემდგომ The Washington Post-ის მიერ დამუშავებული მასალა აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს მოსკოვი აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფების მანიპულაციას. სტატიაში მოყვანილია მოლდოვის მაგალითი.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) მოლდოვაში პროდასავლური ხელისუფლების დამხობას ცდილობს. ამისთვის კი 35 წლის მოლდოველ ოპოზიციონერს, ილან შორს იყენებს. 

რუსი პოლიტიკოსები  შორს "ღირებულ გრძელვადიან პარტნიორს" უწოდებენ და მას ასევე შესთავაზეს მისი პარტიის მიერ მართული რეგიონის იაფი რუსული გაზით მომარაგება. ინფორმაციას ამის შესახებ თვითონ ილარ შორის პრესცენტრი ავრცელებს. 

დაზვერვისა და ინტერვიუების მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ФСБ-მ ათობით მილიონი დოლარი გამოყო რუსეთის მსხვილი სახელმწიფო კომპანიებიდან, რათა კავშირები გააღრმავოს მოლდოველ პოლიტიკოსებთან და ქვეყნის ორიენტირი მოსკოვისკენ მიმართოს.

სექტემბრის ბოლოს, შორის ერთ-ერთ პარტნიორს გადაეცა მოლდოვაში მოქმედი ორი უმთავრესი პრორუსული სატელევიზიო არხის სამმართველო პაკეტი, რაც პოლიტიკოსს მისი პრორუსული დღისწესრიგის გასავრცენებლად მსხვილ პლატფორმას აძლევს. დოკუმენტებში ასევე ნახსენებია, რომ ФСБ-მ სპეციალური პოლიტიკური სტრატეგიის სპეციალისტები გაგზავნა მოლდოვაში შორის პარტიის დასახმარებლად. ამასთან ერთად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობით, ერთ-ერთმა რუსმა ოლიგარქმა შორის ქონების ნაწილი შეიძინა, რათა ის დაიცვა მოლდოვის სახელმწიფოსგან.

26 ოქტომბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რამდენიმე რუსულ და მოლდოვურ ორგანიზაციასა და ინდივიდს. მათ შორის მოხვდა ოპოზიციონერი ილარ შორიც. განცხადებაში ნათქვამია, რომ შორი "სხვა ოლიგარქების წარმომადგენლებთან კოორდინირებდა მოლდოვაში პოლიტიკური მღელვარების შესაქმნელად" და მან "დახმარება მიიღო რუსეთისგან", ისევე, როგორც "მუშაობდა რუსეთში დაფუძნებულ პირებთან", რათა ძირი გამოეთახარა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის.

თუმცა, სახაზინო დეპარტამენტის მიერ ახალი სანქციების დაწესება ილარ შორმა "გამარჯვებად" გამოაცხადა. მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ მოლდოვის პრეზიდენტი შეშინებულია აქციებით და იაზრებს, რომ მისი მთავრობაში ყოფნის დღეები დათვლილია.

"ზოგიერთისთვის, შორი აშკარად მიუღებელი ფიგურაა. მაგრამ სხვებისთვის, ის სათაყვანებელი პიროვნება და ლიდერია". – წერია ФСБ-სთვის მომზადებულ ანგარიშში.

ერთ-ერთ მიცემულ ინტერვიუში შორმა უარყო ოდესმე რუსეთისგან დახმარების მიღება, მათ შორის, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისგანაც. 

"ჩვენ აბსოლუტურად დამოკიდებელი პარტია ვართ, რომელიც მხოლოდ მოლდოვის მოქალაქეების პოზიციებს იცავს". – თქვა შორმა. 

ინტერვიუში შორმა ასევე თქვა, რომ ზრდად ეკონომიკურ კრიზისში ბრალი მოლდოვის ხელისუფლებას მიუძღვის, რადგან ის "არღვევს მოლდოვის ნეიტრალურ სტატუსს და მოლდოველი ხალხისთვის ზიანი მოაქვს, რადგან დღეს, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, [მოსკოვთან კარგი ურთიერთობა] არის გაზის ნორმალური ფასები მიღების საფუძველი". 

შორის მიერ მხარდაჭერილი აქციები სულ უფრო მეტად აგრესიული გახდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ამის ფონზე მოლდოვას ენერგეტიკული კრიზისის გაღრმავება კიშინაუსა და დასავლეთის ქვეყნებში მღელვარებას იწვევს.

დასავლეთში ეშინიათ, რომ შორის მიერ ამჟამად ორგანიზებული აქციების სიმცირის მიუხედავად, შესაძლოა მისი მასშტაბები ცივი ზამთრის მოსვლის პარალელურად გაიზარდოს და მოხდეს ენერგეტიკული კრიზისის გამოყენება ხელისუფლების დასამხობად. 

რუსები "ყველაფერს აკეთებენ, რათა შუქები ჩააქრონ. მათ ამაზე ბევრად მეტის გაკეთება არ სჭირდებათ, რათა მოლდოვას ხელისუფლების დესტაბილიზაცია გამოიწვიონ". – ამბობს ერთ-ერთი დასავლელი სახელმწიფო მოხელე.

კომენტარები