ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ოთხდღიანი გაუფასურების შემდეგ ლარი გამყარდა - დოლართან მიმართებით 0.82 თეთრით, ხოლო ევროსთან 3.41 თეთრით. 28 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7758 ლარია, ერთი ევროსი კი -  2.7591 ლარი. დოლარი ევროზე 1.8 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.82 ლარია, ხოლო ევროსი - 2.83 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის და ევროს შეძენა 2.79 ლარად შეგიძლიათ.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები