რუსთავი

რუსთავში დაიღუპა 4 წლის ბავშვი, რომელსაც ავტობუსი დაეჯახა

Tabula

რუსთავში დაიღუპა 4 წლის ბავშვი, რომელსაც მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, 27 ოქტომბერს მოხდა.   

"უბედური შემთხვევის შედეგად შემოიყვანე სპაციენტი, რომელსაც არცერთი სასიცოცხლო ნიშანი არ ჰქონდა". - ამბობს ექიმი ინფორუსთავთან ინტერვიუში. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები