რუსთავი

ბრეგაძე: რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დავიწყეთ

რამდენიმე დღეში ჩვენ გავხსნით ლაითურის ახალ პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც გათვლილია 700 პატიმარზე. აქვე გეტყვით, რომ ეს დაწესებულება აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე უმაღლესი დონის სტანდარტს. ასევე, ბატონი პრემიერმინისტრის და მთავრობის აქტიური მხარდაჭერის შედეგად დავიწყეთ რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა. ეს იქნება ე.წ მცირე ტიპის დაწესებულება, რაც  თანამედროვე მსოფლიოში პენიტენციური დაწესებულებების ერთ-ერთ ბოლო დონის მიღწევად ითვლება იმიტომ, რომ ის უფრო ქმედითია, მარტივად სამართავია და პატიმრების უფლებების დაცვაც ბევრად უფრო მაღალ ხარისხშია. შესაბამისად, 2024 წელს საქართველოში გვექნება ასეთი უნიკალური ტიპის პენიტენციური დაწესებულება.

თქვა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები