რუსთავი

რუსთავში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა – INFO RUSTAVI

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას Info Rustavi ავრცელებს.

მედიის ცნობით, 6 წლის ბავშვი და 30 წლამდე ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ქალი, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, მალევე გაწერეს, თუმცა, Info Rustavi წერს, რომ კლინიკაში რჩება ბავშვი, რომელსაც მარცხენა ლავიწის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს ტაბულა მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  

კომენტარები