საქართველო-უნგრეთი

ორბანი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უპატივცემულობა იყო

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მე და ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვისაუბრეთ, ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთებასა და მისი წევრობის სურვილს ეხება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბრიუსელში ძალიან ცუდი გადაწყვეტილება გამოაცხადეს. როდესაც კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა და საქართველოს არა, ვიტყოდი, რომ ეს დისკრიმინაციული იყო. ეს ვერც მორალურად იქნება გამართლებული და საზიანო გადაწყვეტილებაა. ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რადგან, ბოლო წლებია, ძალიან ბევრს მუშაობენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობა იყო. ჩვენ საქართველოს მიმართ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე 16 უნგრელი ექსპერტი მუშაობს. 

თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბუდაპეშტში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები