რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: აშშ-ს დაზვერვის ხელმძღვანელი ოქტომბერში უკრაინაში იმყოფებოდა

ბილ ბარნსი
Kevin Dietsch/Getty Images

CNN-ის ანონიმური წყაროების ცნობით, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბარნსი ამ თვეში უკრაინაში იმყოფებოდა. 

საკითხთან დაკავშირებულმა ორმა პირმა თქვა, რომ ბარნსი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა მაღალჩინოსნებს უნდა შეხვედროდა.

"იქ ყოფნის დროს მან განამტკიცა აშშ-ს მონდომება დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის გაგრძელებით". – თქვა CNN-ის ერთ-ერთმა წყარომ.

ანონიმურ წყაროებს შეხვედრის დამატებით დეტალებზე არ უსაუბრიათ.

ამას გარდა, CNN-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბარნსი და აშშ-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვის ნიშნებს ვერ ხედავენ, დაზვერვის მასალებთან კავშირში მყოფი პირების თქმით, ამისი შესაძლებლობა, ომის დაწყების შემდეგ, ახლა ყველაზე მაღალია.

კომენტარები