რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენმა და სუნაკმა სანქციების გზით რუსეთის ზეწოლასა და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს

დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერმინისტრს, რიში სუნაკსა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. 

რიში სუნაკმა და ჯო ბაიდენმა ისაუბრეს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე. საუბრისას ხაზი გაესვა გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხებზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

საუბარი ასევე დაეთმო უკრაინაში მიმდინარე ომს, ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებს და მდგრადი და ხელმისწავდომი ენერგეტიკული რესურსების მოპოვების საკითხებს.

"ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივად მუშაობის მნიშვნელობაზე უკრაინის მხარდასაჭერად  და რომ რუსეთს პასუხი აგებინონ აგრესიისთვის". – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც ყურადღება ეთმობა უკრაინაში მიმდინარე ომს. 

"ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აუცილებელია პუტინის ბარბაროსულ რეჟიმზე ზეწოლა გაგრძელდეს ეკონომიკური სანქციების გზით". – წერია განცხადებაში.

25 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდა.

ვინ არის ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი რიში სუნაკი?

 

კომენტარები