ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 24 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.27 თეთრით გაუფასურდა. 24 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7578 ლარია, ერთი ევროსი კი -  2.7076 ლარი. დოლარი ევროზე 5 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.80 ლარია, ხოლო ევროსი - 2.77 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.77 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.72 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები