დიდი ბრიტანეთი

ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, მან 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა მოაგროვა, თუმცა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კენჭს არ იყრის

"ძალიან კარგი შანსია, რომ კონსერვატიული პარტიის წევრებთან ერთად არჩევნებში წარმატებას მივაღწიო და პარასკევს მართლაც დავბრუნდე დაუნინგ სტრიტზე. თუმცა, ბოლო დღეებში მივედი დასკვნამდე, რომ ეს ქმედება ჩემი მხრიდან უბრალოდ არასწორი იქნება - ეფექტურ მართვას ვერ შეძლებ, თუ პარლამენტში გაერთიანებული პარტია არ გეყოლება". - თქვა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა 45-დღიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთში წელს უკვე მეორედ, კონსერვატიული პარტიის დეპუტატები პარტიის თავმჯდომარესა და ქვეყნის პრემიერმინისტრს აირჩევენ. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრის ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

კომენტარები