ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.88 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.33 თეთრით გამყარდა. 21 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7569 ლარია, ერთი ევროსი კი -  2.6849 ლარი. დოლარი ევროზე 7.2 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.80 ლარია, ხოლო ევროსი - 2.75 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.76 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.72 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები