ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით, ხოლო ევროსთან 0.05 თეთრით გამყარდა. 20 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7657 ლარია, ერთი ევროსი კი -  2.7082 ლარი. დოლარი ევროზე თითქმის 6 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.81 ლარია, ხოლო ევროსი - 2.77 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.78 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.72 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები