ქართული ოცნება

მდინარაძე: ოპონენტები შანსს ხედავენ ტრაგედიებში და ქვეყნის დაზიანებაში

ოპონენტების ყველა განცხადება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ და, ამავდროულად, მავნებლურ ინტერესს. ისინი არად დაგიდევენ იმ ამბავს, რომ ასეთი განცხადებებით ზიანდება ქვეყნის იმიჯი. ისინი ცდილობენ ქართული ოცნების იმიჯის დაზიანებას და ქვეყნის იმიჯი ზიანდება. როდესაც შენ საქართველოს მოსახლეობას ეუბნები, რომ შენ უკვე აგერ 10 წელია ირჩევ რუსულ ხელისუფლებას და აზრზე არ ხარ, წარმოდგენა არ გაქვს, რას აკეთებ, მტრულ ხელისუფლებას ირჩევ, ოკუპანტის მოყვარულ ხელისუფლებას - ამას რომ აჯერებ, ხალხს ეუბნები, ეს არის შენი ქვეყნის შეურაცხყოფა, ამას რომ კადრებ შენს მოსახლეობას და საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის საქართველოს იმიჯის დაზიანება და შუერაცხყოფა საზოგადოების ნებისმიერი წევრის, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის.  

ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არ ერიდებიან საკუთარი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას, არ ერიდებიან ტრაგედიით სარგებლობას, ტრაგედიით მანიპულირებას, შანსს ხედავენ ქვეყნის დაზიანებაში და ტრაგედიებში, ხედავენ საკუთარ შანსს და ადამიანები, რომლებიც ტრაგედიებშიდ ა ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში საკუთარ შანსს ხედავენ, ალბათ, რას იმსახურებენ, ცოტა რთული სალაპარაკოა კამერების წინ. ამ ხალხთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა და, სამწუხაროდ, ეს ხალხია დღეს ჩვენი ოპონირების გამწევი. ამას ოპონირება არ ჰქვია, ამას ჰქვია მტრობა ამ ქვეყნის. 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე საუბრისას. 

კომენტარები