ჩინეთი-ევროკავშირი

ბორელი: EU-მ ჩინეთი კონკურენტად უნდა აღიქვას, ეკონომიკური დამოკიდებულება უნდა შეამციროს

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/Yves Herman/File Photo

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ალიანსმა ჩინეთი კონკურენტად უნდა აღიქვას და მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობის შემცირებაზე იფიქროს

ასევე, ბორელმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის მომზადებულ ანგარიშში ახსენა, რომ ევროკავშირმა ჩინეთთან ურთიერთობის გასაღრმავებლად რეალური და მყარი ნაბიჯები უნდა გადადგას. 

2019 წლიდან, ევროკავშირი ჩინეთს ძლიერ ეკონომიკურ კონკურენტად და პარტნიორად განიხილავს, ხოლო დღეს, 17 ივლისს შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარისას, ბორელმა აღნიშნა, რომ კონკურენტის როლი უფრო ცენტრალური გახდა. 

"პეკინიდან მომავალი ამჟამინდელი სიგნალები კონკურენტული შინაარსისაა. შესაბამისად, ევროპამ უნდა შეამციროს მისი დამოკიდებულება ტექნოლოგიებისა და კრიტიკული მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციით. 

როდესაც ვსაუბრობთ რუსულ გაზზე ჩვენი დამოკიდებულების შესახებ, მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ დაუცველობის მსგავსი, ახალი ჯაჭვები". - თქვა ბორელმა. 

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის პოლიტიკური გამოსვლის შემდეგ, ბორელმა თქვა, რომ სიმ ძალიან ძლიერი გზავნილი გააკეთა იმაზე, რომ ჩინეთს საკუთარი გავლენის გავრცელება მთელ მსოფლიოში სურს. 

ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ პეკინი "მსოფლიო წესრიგის ალტერნატიულ ხედვას" სისტემატურად უცხადებს მხარდაჭერას, სადაც ეკონომიკური და სოციალური განვითარება პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვაზე უპირატესია. 

კომენტარები