ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.96 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.24 თეთრით. 17 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი  2.7645 ლარია, ერთი ევროსი კი -  2.6946 ლარი. დოლარი ევროზე 7 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.81 ლარია, ხოლო ევროსი - 2.76 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.77 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.72 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები