რუსთავი

რუსთავში შვილმა დედა დაჭრა

Tabula

რუსთავში შვილმა დედა დაჭრა. შემთხვევა დღეს, 15 ოქტომბერს მოხდა.   

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, დაკავებული 19 წლის კაცია - მედიის ცნობით, ქალს ჭრილობა მეცელში ჰქონდა მიყენებული, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

კომენტარები