რობი კოლტრეინი

რედკლიფი კოლტრეინზე: ძალიან იღბლიანი ვარ, რომ შევხვდი და მასთან ერთად ვიმუშავე

ინგლისელი მსახიობი და ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი, დენიელ რედკლიფი განცხადებით გამოემხუარა რობი კოლტრეინის გარდაცვალებას და დაწერა, რომ თავს ძალიან იღბლიან ადამიანად გრძნობს მასთან მუშაობის გამოცდილებით.

დენიელ რედკლიფი და რობი კოლტრეინი, ფილმებში კი - ჰარი პოტერი და რუბეუს ჰაგრიდი ფილმებში 10 წლის განმავლობაში ერთად მონაწილეობდნენ, შემდეგ კი 2022 წელს კვლავ ერთად გამოჩნდნენ ჰარი პოტერის 20 წლის იუბილესთვის მიძღვნილ სპეციალურ ეპიზოდში.

"განსაკუთრებით ძვირფასია ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვის დროს შექმნილი მოგონებები მასთან, როდესაც ის ცდილობდა აემაღლებინა ჩვენი განწყობა. ჰაგრიდის ქოხში რამდენიმე საათის განმავლობაში ვემალებოდით კოკისპირულ წვიმას და [რობი კოლტრეინი] ისტორიების მოყოლითა და ხუმრობებით ცდილობდა თავი უფრო მხიარულად გვეგრძნო. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ შევხვდი და მასთან ერთად ვიმუშავე და ამავდროულად, ძალიან სევდიანი ვარ მისი გარდაცვალებით. ის შესანიშნავი მსახიობი და ადამიანი იყო". - დაწერა დენიელ რედკლიფმა.

მსახიობი რობი კოლტრეინი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მილიონობით ადამიანს თავი  ჰაგრიდის როლით დაამახსოვრა. გარდა ჰარი პოტერის ფილმებისა, კოლტრეინს მონაწილეობა მიღებული აქვს ჯეიმს ბონდის 1995 და 1999 წლებში გამოსულ ეპიზოდებში.

კომენტარები