დიდი ბრიტანეთი

თრასმა ფინანსთა მინისტრი გადააყენა და გადასახადების შემცირების გეგმა ნაწილობრივ შეცვალა

Getty Images

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა ფინანსთა მინისტრი, კვასი კვარტენგი გაათავისუფლა და ნაწილობრივ შეცვალა გადასახადების შემცირების გეგმა. 

კვარტენგის ცნობით, მან თანამდებობა თრასის მოთხოვნით დატოვა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონიდან ლონდონში დაბრუნდა.

გასათვალისწინებელია, რომ ტრასმა და კვარტენგმა, რომელიც ხაზინის კანცლერი იყო, უზარმაზარი პოლიტიკური კაპიტალი მოახმარეს გადასახადების გეგმის შემცირების განხორციელებას. თრასი ახლა პრემიერმინისტრობის შესანარჩუნებლად და "ფისკალური პოლიტიკით ბაზრის დასარეგულირებლად" მზადაა, შეცვალოს ეკონომიკური გეგმა. 

ისინი იმედოვნებდნენ, რომ გადასახედების შემცირება გაზრდიდა ეკონომიკურ სტიმულებს - ამ გადაწყვეტილებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საკუთარი პარტიის მხრიდან. ასევე, შეასუსტა ფუნტი, რომელიც დოლართან მიმარტებით რეკორდულად დაეცა.

კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი 19%-დან 25%-მდე გაიზრდება

ტრასმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან გაზრდის საკვანძო ბიზნესების გადასახადებს, რათა 18 მილიარდი ფუნტის მოზიდვა შეძლოს. მან აღიარა, რომ მისი ეკონომიკური გეგმა "იმაზე სწრაფად და ფართოდ ხორციელდებოდა", ვიდრე ბაზრები მოელოდნენ. 

თვის დასაწყისში, მთავრობამ გეგმის ფართოდ გაკრიტიკებული ნაწილზე უკვე თქვა უარი, რომელის მიხედვითაც ქვეყნის ყველაზე მაღალშემოსავლიან პირებს გადასახადები შეუმცირდებოდათ. 

ტრასმა კვარტენგის შემცვლელად საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის ყოფილი მდივანი, ჯერემი ჰანტი დანიშნა

კვარტენგი არის ქვეყნის ყველაზე ხანმოკლე კანცლერი 1970 წლის შემდეგ და მისი შემცვლელი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მეოთხე ფინანსთა მინისტრი იქნება.

ერთ-ერთმა დეპუტატმა Reuters-თან ინტერვიუში ანონიმურობის პირობით თქვა, რომ ამჯერად, თრასი პოლიტიკურად გადარჩება, თუმცა, იგი კონსერვატიულ პარტიაში გავლენას ყოველდღიურად კარგავს. 

"თუ თქვენ პარლამენტში საკუთარ ბიუჯეტის გეგმას ვერ გაიტანთ, გამოდის, რომ მართვა არ შეგიძლიათ". - წერს ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, კრის ბრაიანტი Twitter-ზე. 

კიდევ ერთი კონსერვატორი დეპუტატი, რომელმაც Reuters-თან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ თრასის ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკას იმდენად დიდი ზიანი მიაყენა, რომ შესაძლოა, ინვესტორებმა, ნდობის აღდგენისთვის, გადასახადების კიდევ უფრო მეტად შემცირება მოითხოვონ. 

"ბაზრებმა კონსერვატიული პარტიის მიმართ ნდობა დაკარგეს - და ვინ დაადანაშაულებს მათ?". - თქვა ანონიმურმა წყარომ, რომელმაც გასულ თვეში, კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერმინისტრის თანამდებობისთვის შიდაპარტიულ კენჭისყრაზე მხარი რიში სუნაკს დაუჭირა. 

კომენტარები