ტრაგედია ვაკის პარკში

საკრებულოს თავმჯდომარე: თუ ვინმესთვის დღეს არის უმძიმესი ემოციური მდგომარეობა, ეს კალაძეა

გამოძიება მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, დაადგენს, თუ რა ეტაპზე და რა გადაცდენასთან შეიძლება გვქონოდა ჩვენ საქმე. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოძიება აუცილებლად ბოლომდე მივა. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ინტერესი, არის კახი კალაძის ინტერესი. დღეს ჩვენ ბევრი შეფასება მოვისმინეთ, მათ შორის პოლიტიკურიც და ასე ვთქვათ, არაპოლიტიკურიც. მაგრამ, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს ინტერესშია, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება და თუ ვინმესთვის დღეს არის უმძიმესი ემოციური თუ ასე ვთქვათ, ყველა მხრივ მდგომარეობა, ეს არის თბილისის მერი, კახი კალაძე. ვინც მას იცნობს, იცის, ამ წლების განმავლობაში თუ როგორი დიდი შრომითა და მონდომებით ცდილობდა, რომ თითოეული პროექტი ძალიან მაღალი ხარისხით განხორციელებულიყო. ჩვენ ძალიან ბევრ პროექტი გვაქვს მაღალი ხარისხით განხორციელებული. მაგრამ, საუბედუროდ, ეს შემთხვევა მოხდა და ძალიან რთულია ენით იმის გადმოცემა, რასაც თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ.

თქვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ TV იმედის ეთერში. გუშინ, 13 ოქტომბერს გარდაიცვალა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც ახლადგახსნილი ვაკის პარკის შადრევანში ჩავიდა - მას დენმა დაარტყა. კლინიკაშია გადაყვანილი კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც დღეს, 14 ოქტომბერს აპარატიდან მოხსნეს.

კომენტარები