რუსული გაზი და გერმანია

მერკელი რუსული გაზის შესყიდვაზე: გადაწყვეტილებებს საერთოდ არ ვნანობ, იმ დროს ეს სწორი იყო

ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ის არ ნანობს მისი მთავრობის მიერ გატარებულ ენერგოპოლიტიკას და რუსეთთან ურთიერთობის დინამიკას. ამის შესახებ მერკელმა ლისაბონში Calouste Gulbenkian Foundation-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

"ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ იმ დროში, რომელშიც ვიმყოფებით". - უპასუხა მერკელმა მისი მთავრობის რუსეთისადმი მიდგომის შესახებ დასმულ კითხვას.

მერკლემა აღნიშნა, რომ მისი კანცლერობსი დროს რუსეთიდან გაზის შესყიდვა, რომელიც უფრო იაფი იყო, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან, გონივრული და გასაგები იყო.

"გადაწყვეტილებებს საერთოდ არ ვნანობ, არამედ მიმაჩნია, რომ იმ პერსპექტივიდან ეს სწორი იყო". - თქვა მერკელმა.

ამასთან, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა აღნიშნა, რომ სწორედ რუსულმა იაფმა გაზმა მისცა გერმანიას ბირთვული და ქვა-ნახშირის ენერგიის ხმარებიდან ამოღების საშუალება.

კომენტარები